Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილმა 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს


სალომე ზურაბიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. მან ქართველი ხალხის სახელით ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებსა და ექიმებს პანდემიის ურთულეს პერიოდში გამოჩენილი უდიდესი ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა.

„ეს ძალიან სიმბოლური ჟესტია ჩვენი ადმინისტრაციისგან. ეს არის იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ ამ თვეების განმავლობაში თქვენი სამინისტროსა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემის დიდი ძალისხმევის გამო. ჩვენ შევძელით ჩვენი დანაზოგიდან რამდენიმე სასუნთქი აპარატი გადმოგვეცა.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას სახელით დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩაიდო მთელი სისტემის მხრიდან. ვიცი, რამდენად გადატვირთულია დღეს სამედიცინო სექტორი და მათ მინდა ვუსურვო გამძლეობა, ბედნიერი ახალი წელი, ჯანმრთელობა და თქვენი მეშვეობით მინდა ვუთხრა ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად აფასებს ყველა მათ ღვაწლს ამ რთულ პერიოდში და ვისურვებდი, რომ მომავალი ახალი წელი იყოს მშვიდობიანი და წარმატების წელი", - თქვა პრეზიდენტმა.

ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შენატანი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორისათვის, რადგან ეს დანადგარები არის იმის გარანტია, რომ შესაძლებელია ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG