Accessibility links

site logo site logo

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასზე ჩემპიონი გახდა


ჭადრაკში ევროპის 2020 წლის საკლუბო თასს, ქალთა შორის, მონაკოს საჭადრაკო კლუბი „მონტე-კარლო" დაეუფლა, რომლის რიგებშიც, მსოფლიოს სხვა ტიტულოვან მოჭადრაკეებთან ერთად, საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე გამოდიოდა.

პრესტიჟული ყოველწლიური შეჯიბრება კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. ევროპის ორმოცდაორი კლუბიდან, ფინალურ ეტაპზე ათი საუკეთესო გადავიდა. გადამწყვეტ შეხვედრებში კი „მონტე-კარლომ“ თოთხმეტი ქულა აიღო და კონკურენტებს უშანსოდ აჯობა. ნანა ძაგნიძემ თოთხმეტი შესაძლებლიდან ცხრა ქულა მოაგროვა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG