Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით მრელაშვილი: „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის“ შექმნის მიზანი პანდემიის მართვაში შეშველებაა


დავით მრელაშვილი
დავით მრელაშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ტელენევროლოგის დავით მრელაშვილის განმარტებით, „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის“ შექმნის უპირველესი მიზანი არის პანდემიის მართვაში ინტელექტუალური და პროფესიული კონტრიბუცია. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ასოციაცია საქართველოს ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლისთვის კონკრეტულ გზამკვლევებსა და ალგორითმებს შესთავაზებს, გადაწყვეტილების მიღება კი მთავრობის სექტორსა და მარეგულირებელ ორგანოებს ეკუთვნით.

„უპირველესი ამოცანა, რა თქმა უნდა შეშველებაა პანდემიაში. როგორც პაციენტებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის, კლინიკური ჯგუფისთვის და თუნდაც ჯანდაცვის სექტორისთვის, ასე ფართოდ რომ ავიღოთ“, - განაცხადა დავით მრელაშვილმა „დილის საუბრებში“.

მისი თქმით, ასოციაციის შექმნის ერთგვარი სტიმული პანდემია იყო, თუმცა იგი მნიშვნელოვანი იქნება პანდემიის შემდგომი პერიოდისთვისაც.

„ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია“ გუშინ, 23 დეკემბერს დაფუძნდა. მასში საქართველოსა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ექიმები გაერთიანდნენ. ასოციაციის დაფუძნებისას ითქვა, რომ ასოციაცია იმუშავებს იმ მთავარ გამოწვებსა და აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც არა მარტო კორონავირუსის პანდემიას შეეხება. ასოციაცია ხელისუფლებისთვის წარსადგენად პრაქტიკული რეკომენდაციებისა და გზამკვლევების შეთავაზებას გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG