Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი, ფრეშტა კოჰისტანი


ფრეშტა კოჰისტანი
ფრეშტა კოჰისტანი

24 დეკემბერს შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სიცოცხლეს გამოასალმა ცნობილი ავღანელი სამოქალაქო აქტივისტი, ფრეშტა კოჰისტანი.

ინცინდენტი დილით მოხდა ქაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კაპისას პროვინციაში, სადაც ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, შეირაღებულმა თავდამსხმელმა მოტოციკლიდან გაუხსნა ცეცხლის ფრეშტა კოჰისტანსა და მის ძმას.

პოლიციის ცნობით, თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებით ფრეშტას ძმაც დაიღუპა.

ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოკლეს არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ავღანეთში გახშირდა გამოჩენილი ადამიანების, მათ შორის, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მკვლელობის ფაქტები.


ავღანეთში წელს მოიმატა ძალადობამ და ქაოსმა, მიუხედავად მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, რომლის მიზანია, დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომი.

24 დეკემბერს მომხდარ სისხლიან თავდასხმასა და ფრეშტა კოჰისტანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG