Accessibility links

logo-print logo-print

მდინარაძე: განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა პოლიტიკური შტამი „ევროპული საქართველოს“ სახელით


მამუკა მდინარაძე

პოლიტიკური ოპონენტების შესახებ ილაპარაკა პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების’ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„გვაქვს პოლიტიკურ გამოწვევა ძალიან სერიოზული, პოლიტიკური ვირუსი, „ნაცმოძრაობის“ სახით, რომლის სხვადასხვა შტამი აზიანებს პოლიტიკურ პროცესებს და დემოკრატიას. ჩვენს შემთხვევაში, მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა პოლიტიკური შტამი „ევროპული საქართველოს“ სახელით, რომელიც სწრაფად ცდილობს გავრცელებას ოპოზიცაში სხვადასხვა დონეზე, თუმცა ჩვენ გვქონია, რომ ამის შეკავებას უფრო ადვილად შევძლებთ.

თუ კრიზისში შევძელით, რომ სისტემამ, ხელისუფლებამ გაუძლო და თავი გაართვა პრობლემების ჯერ იდენტიფიცირებას, შემდეგ გადაჭრას, მე ვფიქრობ, რომ პოსტკრიზისიულ პერიოდში გაცილებით სწრაფი ტემპით შევძლებთ განვითარებას", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხომაზე განიხილეს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG