Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მცხოვრები ქრისტიანების ნაწილმა შობა შეზღუდვების პირობებში აღნიშნა


საქართველოს კათოლიკურ ტაძრებში საშობაო მესა „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე, საღამოს 9 საათამდე შესრულდა.

კათოლიკე ეკლესიამ არ გაიზიარა მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების ნებართვის მისაღებად წირვაზე დასწრების მსურველთა პირადი მონაცემები გადაეცა შესაბამისი სამსახურებისთვის. „განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა?!“, - განაცხადა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ საშვების მისაღებად მიმართვისკენ მოუწოდა იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

ჯუზეპე პაზოტო
ჯუზეპე პაზოტო

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ქრისტეშობა ტრადიციული ღამისთევის გარეშე აღნიშნა ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ღამის ღვთისმსახურებაში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

ქრისტიანებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ, დღესასწაული ფეისბუკით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 21:00-დან 05:00 საათამდე დაწესებული "კომენდანტის საათი" არ იმოქმედებს 7 იანვრის ღამეს, როცა შობის დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. სამოქალაქო საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული უწოდეს.

საქართველოს გარდა, შობას 7 იანვარს აღნიშნავს იერუსალიმის, რუსეთის და სერბეთის ეკლესია.

XS
SM
MD
LG