Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 1881 ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2313-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, გასულ 24 საათში ჩატარებული 13 655 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1881 შემთხვევა.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში იკლებს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 24 დეკემბრის მონაცემებით, 13 699-მა ტესტირებამ 1972 შემთხვევა დაადასტურა. 23 დეკემბრის ინფორმაციით, 14 457 ტესტიდან დადებითი პასუხი აჩვენა 2345-მა. 22 დეკემბერს 17 007 ტესტირებიდან გამოვლინდა 3064 შემთხვევა, რაც 16 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 218 724 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1515-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 196 220.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში

  • 1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 759. გარდაცვლილი 36;
  • 2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 033. გარდაცვლილი 39;
  • 3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 260, გარდაცვლილი 45;
  • 4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5 068. გარდაცვლილი 38;
  • 5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5 450. გარდაცვლილი 37;
  • 6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 321. გარდაცვლილი 42;
  • 7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 501. გარდაცვლილი 36;
  • 8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 673. გარდაცვლილი 36;
  • 9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 734. გარდაცვლილი 38;
  • 10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 570. გარდაცვლილი 43;
  • 11 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 146. გარდაცვლილი 37;
  • 12 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 907. გარდაცვლილი 50;
  • 13 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 720. გარდაცვლილი 46;​
  • 14 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 337. გარდაცვლილი 49;
  • 15 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 837. გარდაცვლილი 44;
  • 16 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 487. გარდაცვლილი 39;
  • 17 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 981. გარდაცვლილი 31;
  • 18 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 635. გარდაცვლილი 49;
  • 19 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 904. გარდაცვლილი 53;
  • 20 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 731. გარდაცვლილი 39;
  • 21 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 824. გარდაცვლილი 46;
  • 22 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 064. გარდაცვლილი 42;
  • 23 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 345. გარდაცვლილი 51;
  • 24 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 972. გარდაცვლილი 43;
  • 25 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 881. გარდაცვლილი 37;
  • 26 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 784. გარდაცვლილი 39;
  • 27 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 097. გარდაცვლილი 25;
  • 28 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 538. გარდაცვლილი 41.
  • 29 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2012. გარდაცვლილი 25.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG