Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთმა შეშფოთება გამოთქვა თალიბანის ლიდერების და ჯგუფის პაკისტანელი წევრების  შეხვედრის ამსახველი ვიდეოს გამო


 თალიბანის თანადამაარსებელი, აბდულ ღანი ბარადარი.
თალიბანის თანადამაარსებელი, აბდულ ღანი ბარადარი.

ავღანეთის მთავრობამ გამოხატა „დიდი შეშფოთება“ ვიდეოჩანაწერის გამო, რომელზეც ასახულია თალიბანის ლიდერების შეხვედრა ჯგუფის პაკისტანელ წევრებთან.

„პაკისტანის ტერიტორიაზე მეამბოხეთა ელემენტების და მათი ლიდერების ღიად ყოფნა და მოქმედება აშკარად არღვევს ავღანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს“, ნათქვამია ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 დეკემბრის განცხადებაში. პაკისტანის მთავრობას სამინისტრო გაცხადებაში მოუწოდებს, ნუ დაუთმობს თავის ტერიტორიას მათ, ვისაც ომის და სისხლისღვრის გაგრძელება სურს.

ავღანეთმა არაერთხელ დაადანაშაულა პაკისტანი იმაში, რომ დახმარებას უწევს და თავშესაფარს აძლევს თალიბებს, რასაც ისლამაბადი უარყოფს. ქაბული მიიჩნევს, რომ პაკისტანში თალიბების ლიდერების ყოფნა და მათთვის არსებობის პირობების შექმნა იქ „სერიოზულ გამოწვევას“ წარმოადგენს ავღანეთში მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის შექმნისთვის.

ამ კვირაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს თალიბანის მეთაურის მოადგილე აბდულ ღანი ბარადარი სხვა პირებთან ერთად ქალაქ ყარაჩიში, სადაც, როგორც ბარადარი ამბობს, პაკისტანში მყოფ ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად თალიბანი იღებს ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სამშვიდობო მოლაპარაკებას. თალიბანმა დაადასტურა, რომ ბარადარი პაკისტანში იყო დეკემბრის შუა რიცხვებში და მოინახულა საავადმყოფოში მწოლიარე და ლტოლვილი ავღანელები.

XS
SM
MD
LG