Accessibility links

logo-print logo-print

საარჩევნო პერიოდში​ Facebook-ში რეკლამაზე ყველაზე მეტი "ევროპულმა საქართველომ" დახარჯა


წინასაარჩევნო პერიოდში, 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა ფეისბუკში 1 444 154 ლარის რეკლამა განათავსეს. შესაბამისი ინფორმაცია მათ დეკლარაციაში ასახეს.

ყველაზე მეტი თანხა ფეისბუკრეკლამაში "ევროპულმა საქართველომ" დახარჯა. როგორც დეკლარაციებიდან ირკვევა, მსგავსი რეკლამა არ ჰქონიათ "გირჩსა" და "ლეიბორისტულ პარტიას".

პარტიების ხარჯები ასე გადანაწილდა:

  • "ევროპული საქართველო" - 559 303 ლარი;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 295 003 ლარი;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 279 924 ლარი;
  • "ქართული ოცნება" - 210 454 ლარი;
  • "ლელო" - 50 977 ლარი;
  • "მოქალაქეები" - 30 407 ლარი;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 18 087 ლარი.

წინასაარჩევნო პერიოდში 9 პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, 37,9 მილიონ ლარამდე დახარჯა. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა "ქართულმა ოცნებამ", ყველაზე ცოტა კი "გირჩმა" დახარჯა.

როგორც "გირჩში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, საარჩევნო ხარჯები დეკლარაციაში იმ მიზეზით არ ასახეს, რომ მათი საბანკო ანგარიში დაყადაღებულია. პარტიის წევრის, ჰერმან საბოს თქმით, კამპანია “პარტიზანული გზებით” დააფინანსეს.

პარტიების საარჩევნო ხარჯები ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება" - 17 917 747 ლარი;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 5 370 173 ლარი;
  • "ლელო" - 5 238 983 ლარი;
  • "ევროპული საქართველო" - 3 763 346 ლარი;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 2 538 152 ლარი;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2 501 650 ლარი;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 300 685 ლარი;
  • "მოქალაქეები" - 238 796 ლარი;
  • "გირჩი" - 0 ლარი.

8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელმაც ზღვარი გადალახა, აცხადებს, რომ არ ენდობა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, რადგან გაყალბებულად მიაჩნია. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG