Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობაში ბრალდებული ედუარდ სნოუდენი რუსეთში მამა გახდა


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აშშ-ში წაყენებული აქვს ჯაშუშობის ბრალდება, მამა გახდა.

მის მეუღლეს, ლინდსი მილს, 26 დეკემბერს, ბიჭი შეეძინა.

ამის თაობაზე რუს ჟურნალისტებს აცნობა სნოუდენის ადვოკატმა, ანატოლი კუჩერენამ, რომლის თქმით, „ჩვილი და დედა თავს კარგად გრძნობენ“.

სნოუდენმა 2013 წელს მიიღო რუსეთში თავშესაფარი მას შემდეგ, რაც გაასაჯაროვა საიდუმლო მონაცემები სპეცსამსახურების მხრიდან მასობრივი ელექტრონული თვალთვალის პროგრამის შესახებ. სნოუდენი აცხადებს, რომ რუსეთში უნებლიეთ აღმოჩნდა - ჰონგ-კონგში მიფრინავდა მოსკოვში გადაჯდომით და გზაში შეიტყო, რომ მისი ამერიკული პასპორტი გაუქმებული იყო, სამშობლოში კი დევნა ელოდა.

სნოუდენმა, რომელმაც 2014 წელს რუსეთში დროებით ცხოვრების უფლება მიიღო, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას აპირებს.


აშშ-ში სნოუდენს წაყენებული აქვს ჯაშუშობის ბრალდება და მას ხანგრძლივი პატიმრობა ელის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG