Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნავალნის ფონდი “უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიტანა


რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გააფართოვა ე.წ. უცხოეთის აგენტების სია კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ფონდისა და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მასში შეყვანის მიზნით. ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „აგორას“ ხელმძღვანელმა, პაველ ჩიკოვმა, რომლის თანახმად, ლაპარაკია შავ სიაში ნავალნის დაარსებული "მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდზე".

ამასთან, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უარი თქვა სიიდან ამოეღო ნავალნის მიერ ადრე დაარსებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“(FBK) ფონდი. ალექსეი ნავალნიმ ივლისში გამოაცხადა FBK-ს დახურვა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ორგანიზაციას დააკისრა 88 მილიონი რუბლის ($1.2 მილიონი) გადახდა რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენთან დაკავშირებული კვების კომპანიის სასარგებლოდ.

მაგრამ FBK-ს საფირმო ნიშანი შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ საიტზე გამოქვეყნებული ფონდის ტექსტები, გრაფიკა და სხვა მასალები ამჟამად უკვე მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდის კუთვნილებაა.


„უცხოეთის აგენტების“ კანონი, რომელსაც 25 დეკემბერს მხარი რუსეთის ფედერაციის საბჭომაც დაუჭირა, უცხოეთის დაფინანსებით მოქმედ ორგანიზაციებს ავალდებულებს, წარმოადგინონ ანგარიში თავიანთ საქმიანობაზე და დაექვემდებარონ ფინანსურ შემოწმებას.

XS
SM
MD
LG