Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინამ დაგმო ლუკაშენკას განცხადება დესტაბილიზაციის მიზნით უკრაინიდან „ტონობით იარაღის“ შეტანის შესახებ


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაჭრით დაგმო ალიაქსანდრ ლუკაშენკოს მიერ 25 დეკემბერს გაკეთებული განცხადება, ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით უკრაინის გავლით „ტონობით იარაღის“ შეტანის შესახებ.

„უკრაინული იარაღის“ ხსენება იქცა მანტრად, რაც „მკაფიოდ ეწერება ლუკაშენკას მხრიდან ბელარუსის ხალხის დაშინების“ პოლიტიკაში, - განაცხადა უკრიანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

25 დეკემბერს მინსკში ერთ-ერთი საავადმყოფოს მონახულების დროს, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ერთ-ერთ აქტივისტს, ნიკოლაი ავტუხოვიჩს და მისს ჯგუფს ბელარუსში დესტაბილიზაციის მიზნით იარაღის დიდი პარტია შეჰქონდათ,

ლუკაშენკას განცხადებას უსაფუძვლო უწოდეს უკრაინის სასაზღვრო სამსახურში.

ბოლო წლებში ბელარუსის მხარე დაეჩვია განცხადებებს იარაღის კონტრაბანდაზე, რომელიც თითქოს უკრაინიდან ხდება.

„მაგრამ როგორც წინა წლებში, ისე ახლაც უკრაინის სასაზღვრო სამსახურს მეზობელი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურისგან არ მიუღია არავითარი ინფორმაცია“, - განაცხადა ანდრეი დემჩენკომ, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG