საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. 4 769 გატესტილი ადამიანიდან 538-ს ვირუსი დაუდასტურდა. მათი უმრავლესობა კი კვლავ თბილისზე მოდის.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
- თბილისი - 257;
- აჭარა - 68;
- იმერეთი - 55;
- ქვემო ქართლი - 29;
- შიდა ქართლი - 16;
- გურია - 14;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34;
- კახეთი - 36;
- მცხეთა-მთიანეთი - 19;
- სამცხე-ჯავახეთი - 8;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 222 143 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 766-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 206 313.
ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 41 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 418-მდე გაიზარდა.
დაწერეთ კომენტარი