Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის თქმით, მისი გუნდი წინაღობებს აწყდება ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი წინაღობებს აწყდება მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში.

ორშაბათს ბაიდენმა თქვა, რომ ხელისუფლების გადაცემისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების მცდელობისას წინააღმდეგობები ექმნებათ თავდაცვის სამინისტროსა და ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს წამყვანი მოხელეების მხრიდან.

ბაიდენის თქმით, მას სურს მკაფიო სურათი ჰქონდეს მსოფლიოში აშშ-ის ჯარების, თავდაცვითი და სხვა უწყებების ხარჯების დაგეგმვის შესახებ.

ბაიდენის გამოსვლის წინ ის და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეხვდნენ თავიანთი გუნდის წევრებს, მათ შორის სახელმწიფო მდივნის, თავდაცვის მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობების კანდიდატებს. როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის და მისი მომავალი ადმინისტრაციის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს უშიშროების სამსახურებს „უზარმაზარი ზიანი მიადგა“.

ამასობაში ტრამპის მიერ პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახლახან დანიშნულმა ქრის მილერმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ ბაიდენის გუნდს იმაზე მეტი დოკუმენტიც კი გადასცა, ვიდრე თავდაპირველად ითხოვდნენ. მილერის თქმით, პენტაგონი „გამჭვირვალედ და კოლეგიალურად“ მოქმედებს, რათა ხელი შეუწყოს ხელისუფლების გადაცემის პროცესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG