Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის დედაქალაქის მახლობლად კვლავ განმეორდა ძლიერი მიწისძვრა


ხორვატიაში ორ დღეში ზედიზედ მეორედ მოხდა მიწისძვრა, რამაც სერიოზულად დააზიანა ქალაქები და დასახლებული პუნქტები, მათ შორის, დედაქალაქი ზაგრები.

ხმელთაშუა ზღვის ევროპული სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ზაგრებიდან 46 კილომეტრით დაშორებულ რაიონში.


მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ყოფილა.

წინასწარი ინფორაციით, მიწისძვრამ ზოგიერთ ადგილას გამოიწვია ნგრევა, ძალიან დააზიანა შენობების ფასადები და მოგლიჯა სახურავები.

ზაგრების სამხრეთით მდებარე ქალაქ პეტრინიაში მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მამაკაცი და ბავშვი, ორივენი, საბედნიეროდ, ცოცხლები აღმოჩნდნენ.

მძლავრი ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ სერბეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG