Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში გაიზარდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ხორვატიაში შვიდამდე გაიზარდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მანამდე დადასტურებული იყო ერთი ადამიანის, 12 წლის მოზარდის სიკვდილი.

6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 29 დეკემბერს მოხდა. ეპიცენტრი მდებარეობდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ პეტრინიასთან.

ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, პეტრინიაში დაიღუპა 12 წლის გოგონა. კიდევ 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს მეზობელ ქალაქ გლინაში და 1 ახლომდებარე სოფლის ეკლესიის ნანგრევებში. მიწისძვრის შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

მიწისძვრამ პეტრინიასა და ახლომდებარე ქალაქებსა და სოფლებში მთლიანად, ან ნაწილობრივ დაანგრია ასეულობით საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობები. მათ შორის პეტრინიის მერიის შენობა.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა პლენკოვიჩმა, რომელიც პეტრინიაში ჩავიდა, განაცხადა, რომ ქალაქში ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის. პეტრინიაში 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. სტიქიის ზონაში მაშველების დასახმარებლად გაგზავნეს ხორვატიის არმიის სამხედროები.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ხორვატიის მეზობელ ქვეყნებშიც. სლოვენიამ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG