Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და ინდოეთში აღმოჩენილია ვირუსის ახალი ტიპი, ბრიტანეთმა მეორე ვაქცინა დაამტკიცა


კორონავირუსის ახალი, ინტენსიურად გადამდები ვარიანტი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში აღრიცხეს, აღმოჩენილია აშშ-ში, ინდოეთსა და ლათინურ ამერიკაში, რაც ნიშნავს, რომ მისი გავრცელება გლობალურია. 29 დეკემბრის მონაცემებით, ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები აღირიცხა სულ მცირე 20 ქვეყანაში, ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, კანდასა და ავსტრალიაში - რის გამოც ბევრი ქვეყანა ამკაცრებს მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

გადადების მაღალი მაჩვენებლის გამო, ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ ვირუსის ახალი ტიპი მოიტანს მეტ ჰოსპიტალიზაციას და გაზრდის სიკვდილიანობას, თუ მეტი ადამიანი იქნება ინფიცირებული.

ვირუსის ახალი ვერსიის შესახებ შეშფოთება იზრდება მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ ბრიტანეთმა ე.წ. ლოკდაუნი გამოაცხადა ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ვირუსის ახალი ტიპის სწრაფი გავრცელების გამო. ვირუსის ეს ახალი ვერსია პირველად სექტემბერში აღმოაჩინეს.

ვირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს გარშემო მოკრძალებულად ხვდებიან ახალ წელს - მათ შორის, ნიუ-იორკში, რიო-დე-ჟანეიროსა და სიდნეიში.

თუმცა არსებობს იმედი, რომ 2021 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი. ბრიტანეთის მთავრობამ 30 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მისმა სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) უფლება გასცა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენებაზე - რაც ამ ქვეყანაში უკვე მეორე დაშვებული ვაქცინა იქნება. ბრიტანეთმა ვაქცინის 100 მილიონი დოზა შეუკვეთა კომპანია AstraZeneca-ს, რაც 50 მილიონი ადამიანის აცრისთვის არის საკმარისი. ბრიტანეთში აცრა უკვე გაუკეთდა 600,000-ზე მეტ ადამიანს, მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში იქ მწვანე შუქი აუნთეს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG