Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა


ირაკლი აბუსერიძე

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ვეტერანი მორაგბის, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის - ირაკლი აბუსერიძის გამარჯვებით დასრულდა. რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ ბაზაზე გამართულ საარჩევნო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 80 დელეგატიდან 43-მა გაიარა რეგისტრაცია. ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის - ლაშა (ბაჩო) ხურციძის მხარდამჭერებმა, მაგრამ კვორუმი (41 დელეგატი) მაინც შედგა და არჩევნებიც გაიმართა.

ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე
ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე

საბოლოოდ, ხმები მხოლოდ ორ კანდიდატზე გადანაწილდა. ირაკლი აბუსერიძეს მხარი 31-მა დელეგატმა დაუჭირა. რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს - 10-მა.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მიზეზთა გამო, ორჯერ გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG