Accessibility links

site logo site logo

დეპუტატი ზავრადაშვილი ფიქრობს, რომ ბაღი ყველასთვის უფასო არ უნდა იყოს და ამით ბევრი პრობლემა გადაიჭრება


პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ირმა ზავრადაშვილი ფიქრობს, რომ ყველა ბავშვისთვის საბავშვო ბაღი უფასო არ უნდა იყოს, გადასახადი კი მიბმული უნდა იყოს მშობლის შემოსავალზე. მან პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ამ საკითხის მოგვარება ბევრ პრობლემას გადაჭრის.

"ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი. მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ხდება დიფერენცირება, რომ საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდა და ყოფნა არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავალზე მიბმული. რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად სარგებლობდნენ ბიუჯეტიდან. ხო შეიძლება, დიფერენცირება გაკეთდეს", - თქვა მან.

მისი თქმით, დღევანდელი საბავშვო ბაღები ავტორიზაციისთვის დადგენილ ნორმებს ვერ პასუხობენ:

"უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი და აღდგენითი ბიუჯეტი გვაქვს, რატო არ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ არც ავტორიზაციის ვადის გადაწევის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენოთ და ძალიან ბევრ პრობლემას შეცვლის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG