Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საკონსტიტუციო  სასამართლომ უკანონოდ ცნო პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულება


უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ტუპიცკი.
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ტუპიცკი.

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების დროებით შეჩერების შესახებ.

სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული განცხადებით, 29 დეკემბრის განკარგულებით უკრაინის პრეზიდენტმა გადააჭარბა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და დაარღვია კონსტიტუციის გარკვეული ნორმები.

საქმე ეხება დოკუმენტს, რომლითაც ზელენსკიმ ორი თვით გაათავისუფლა თანამდებობიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ტუპიცკი.

ის ეჭვმიტანილი იყო მოწმის მოსყიდვაში და ყალბი ჩვენების მიცემაში. ოქტომბრის დასაწყისში მის მიმართ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და ანექსირებულ ყირიმში მიწის უკანონო გასხვისების გამო. მოსამართლის მიმართ ეს პროცესი დაიწყო საკონსტიტუციო კრიზისის ფონზე, რომელიც წარმოიშვა სახელმწიფოს მეთაურის და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის. ამ უკანასკნელმა შეაჩერა კანონი, რომელიც მოხელეთა ქონების ელექტრონულ დეკლარაციას ეხებოდა და კორუფციის თავიდან აცილების სააგენტოს ჩამოართვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.

ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაილაშქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG