Accessibility links

site logo site logo

არგენტინელმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს აბორტის ლეგალიზების კანონს


არგენტინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად აბორტი ნებადართული იქნება ორსულობის 14 კვირამდე. გადაწყვეტილება დიდ ცვლილებას წარმოადგენს ამ რეგიონში, სადაც ორსულობის შეწყვეტის მკაცრი კანონები მოქმედებს.

კანონი უკვე მიიღო არგენტინის დეპუტატთა პალატამ დეკემბერის დასაწყისში და მას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, ალბერტო ფერდანდესმა.

კანონს ეწინააღმდეგება კათოლიკური ეკლესია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს არგენტინაში.

დღემდე აბორტი მხოლოდ გაუპატიურების და იმ შემთხვევებში იყო დაშვებული, როცა დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა.

აბორტი სრულად არის აკრძალული ელ სალვადორში, ნიკარაგუაში და დომინიკანელთა რესპუბლიკაში და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებშია დაშვებული სამხრეთი ამერიკის ქვეყანათა უმეტესობაში.

მხოლოდ ურუგვაი, კუბა, გაიანა და მექსიკა აძლევენ ქალებს ნებართვას გაიკეთონ აბორტი, დადგენილი კვირების ორსულობის შემთხვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG