Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში მოსახლეობას აფრთხილებენ რომ დაისჯება ახალი წლის ღამეს იარაღიდან სროლა


ცხინვალი
ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა საახალწლო დღეებში გაძლიერებულ სამსახურებრივ რეჟიმზე გადადის. საზოგადოებრივ წესრიგს 500 მილიციელი დაიცავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ თანამშრომლებს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ფუხაევმა აცნობა.

ოკუპირებული რეგიონის შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება იყო. მილიციამ გადაწყვიტა, რომ მკაცრად დააკვირდეს და ახალი წლის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა აღკვეთოს. მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ახალი წლის ღამეს იარაღიდან სროლა დასჯადი იქნება. გარდა ამისა, გამკაცრდება საგზაო მილიციის პატრულირებაც, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების გამოსავლენად და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში ჯერ კიდევ მრავლადაა ცეცხლსასროლი იარაღი შენახული. ყოველ ახალ წელს ავტომატური იარაღიდან სროლა აქ ტრადიციად იყო ქცეული. წელს კი დე ფაქტო სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეს კანონით დაისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG