Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ბობმდამშენებმა სპარსეთის ყურეს გადაუფრინეს


აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების, B-52-ის ტიპის, ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა 30 დეკემბერს დაჯდომის გარეშე განახორციელა 30 საათიანი გაფრენა ჩრდილოეთი დაკოტის, Minot-ის, ბაზიდან ირანის საზღვრამდე და უკან.

ეს აშშ-ის მხრიდან ძალის დემონსტრირების მესამე აქტია ბოლო თვეებში, რამაც ირანს სავარაუდოდ, თავი უნდა შეაკავებინოს განახორციელოს დარტყმა აშ-ის ან მისი მოკავშირეების სამიზნეებზე.

მეთვალყურეებმა თვითმფრინავები შენიშნეს ხმელთაშუა ზღვის, ისრაელის, იორდანიის, საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის თავზე.

ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თეირანი განსაკუთრებულ რეჟიმში განათავსებს თავისი ბირთვული ობიექტების გარშემო ანტისაზენიტო თავდაცვის დამატებით ძალებს. ირანის ხელისუფლება შიშობს, რომ აშშ-მა შეიძლება დარტყმა განახორციელოს.

Fox News-ის მონაცემებით, პენტაგონს აქვს ცნობა, რომ ირანს სურს შური იძიოს მაღლი რანგის ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო. სოლეიმანი აშშ-ის სპეცოპერაციისას მოკლეს ერაყში. ამას მოჰყვა ორ ქვეყანას შორის უფრო დიდი დაძაბულობა. სოლეიმანის მოკვლიდან რამდენიმე დღეში ირანმა სარაკეტო იერიში მიტანა ერაყში განთავსებულ ბაზაზე, სადაც საერთაშორისო ძალებია განთავსებული, რის შედეგად ასამდე ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევა დაემართა.

აშშ-ის შეშფოთებას დაემატა რაკეტებით თავდასხმა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ბაღდადში, რომელიც შიიტურმა, ირანის მხარდაჭერით მოქმედმა რაზმებმა განახორციელეს. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი გაფრთხილებულია.

XS
SM
MD
LG