Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 იანვრიდან დღემდე ლარი დოლართან 41 თეთრით გაუფასურდა


2020 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, 31 დეკემბრამდე ლარი დოლართან 41 თეთრით გაუფასურდა. მონაცემები ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომია.

პირველი იანვრიდან დღემდე ლარი

  • დოლართან 14 პროცენტით გაუფასურდა;
  • ევროსთან 25 პროცენტით გაუფასურდა.

პირველ იანვარს 1 დოლარის ღირებულება 2,8661 ლარი იყო, 31 დეკემბერს 3,2766 ლარს გაუტოლდა. გაუფასურების პიკს ლარმა პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში 27 მარტს მიაღწია. ამ დროს 1 დოლარი 3,48 ლარი ხდება.

ამავე პერიოდში ლარი ევროსთან 80,9 თეთრით გაუფასურდა. თუკი პირველ იანვარს 1 ევრო 3,21 ლარი ღირდა, დღეს, 31 დეკემბერს 4,02 ლარი გახდა. გაუფასურების პიკს ლარმა ევროსთან 5 დეკემბერს მიაღწია. ამ დღეს 1 ევრო 4,03 ლარი ღირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG