Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპიზოდი 1 - პოლიტიკური ლიდერი: ნიკა მელია - გზაგასაყარზე


ეპიზოდი 1 - პოლიტიკური ლიდერი: ნიკა მელია - გზაგასაყარზე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:06 0:00

2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მესამე ვადით მოვიდა ხელისუფლებაში. ოპოზიციამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და დეპუტატის მანდატებზე უარი თქვა.

სწორედ ამ ფონზე, რადიო თავისუფლებამ პროცესების მონაწილე მთავარი პოლიტიკური ლიდერების გადაღება დაიწყო.

მოკლე დოკუმენტური ფილმების სერია, რომელსაც პირობითად პოლიტიკური ლიდერი დავარქვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერით, ნიკა მელიათი დავიწყეთ, რომელმაც წლის ბოლოს, ამ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, გრიგოლ ვაშაძე შეცვალა.

ამ ფილმში, რომელსაც ნოემბერ-დეკემბერში ვიღებდით, ვეცადეთ, გვეჩვენებინა პოლიტიკური ლიდერი ისე, როგორსაც მას ვერ ვხედავთ ყოველდღე - ვერც მედიაში და ვერც საჯარო სივრცეში.

⭕ ჩვენი სურვილი და გეგმაა, ამ სერიის გმირები იყვნენ პოლიტიკური ლიდერები როგორც ოპოზიციიდან, ისე ხელისუფლებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG