Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის სხვა ვაქცინების სიმცირის გამო BioNTech-ი საკუთარი ვაქცინის წარმოების გაზრდას გეგმავს


გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია BioNTech-მა განაცხადა, რომ ზრდის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პროდუქციას, ვინაიდან ცოტა სხვა ვაქცინა დამტკიცდა გამოყენებისთვის.

„ამჟამად ვითარება ვარდისფრად არ გამოიყურება,“ უთხრა BioNTech-ის თანადამაარსებელმა უგურ შაჰინმა Der Spiegel-ს 1 იანვარს. „სხვა დამტკიცებული ვაქცინების არარსებობის გამო გაჩნდა სიცარიელე და ის ჩვენი ვაქცინით უნდა შევავსოთ.“

BioNTech-მა თავისი ვაქცინა ამერიკულ კომპანია Pfizer-თან ერთად შექმნა. ვაქცინა გასული თვის ბოლოს დაამტკიცა ევროკავშირმა. ის ასევე გამოიყენება დიდ ბრიტანეთში, კანადასა და აშშ-ში.

BioNTech-ის სხვა თანადამაარსებელმა ოზლემ თურეჩიმ, რომელიც შაჰინის მეუღლეა, Der Spiegel-ს განუცხადა, რომ ევროკავშირს ვაქცინების „სხვადასხვა მიმწოდებლების კალათის“ იმედი ჰქონდა, „მაგრამ შემდეგ რაღაც მომენტში ნათელი გახდა, რომ ბევრი მათგანი სწრაფად ვერ მოახერხებს მის მიწოდებას,“ თქვა თურეჩიმ.

BioNTech-ი მომავალ თვეში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს გერმანიის ქალაქ მარბურგში, რაც მას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დამატებით 250 დოზა ვაქცინა აწარმოოს.

BioNTech-ი და Pfizer-ი ადრე გეგმავდნენ 1,3 მილიარდი დოზის წარმოებას 2021 წელს, რაც 650 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნებოდა საკმარისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG