Accessibility links

site logo site logo

დიდუბეში ახალი წლის ღამეს ავეჯის მაღაზია "პანცილიონის" საწარმო დაიწვა


ახალი წლის ღამეს, დიდუბეში, მექანიზატორის ქუჩაზე მდებარე მაღაზია"პანცილიონის" საწარმო დაიწვა. ამ საწარმოში რბილი ავეჯსა და მატრასებს ამზადებდნენ.

"ფაქტობრივად, საწარმოსგან არაფერი აღარ არის დარჩენილი. შიგნით ჯერ ვერ შევდივართ, მაგრამ არც ისეთი კარგი სიტუაციაა აქ... დიდი ალბათობით ეს ყველაფერი გაჩენილია საახალწლო ფეიერვერკებით", - ყვებოდა კომპანიის წარმომდგენელი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ეთერში გავიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძარი ჩამქრალია და არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG