Accessibility links

logo-print logo-print

SpaceX-ი პენტაგონისთვის 28 სამხედრო თანამგზავრს გაიყვანს კოსმოსში


კომპანია SpaceX-მა პენტაგონისგან მიიღო კონტრაქტი 2022 წელს კოსმოსში 28 სამხედრო თანამგზავრის გაშვებაზე. ამის შესახებ წუხელ გამოაცხადა Spacenews.com-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. გარიგების მოცულობაა 150 მილიონი დოლარი.

იგეგმება ორბიტაზე 20 აპარატის გაყვანა, რომლებიც განკუთვნილია სახმელეთო სადგურების კავშირის უზრუნველყოფსთვის დაბალ სიმაღლეზე მფრინავ ობიექტებთან, მათ შორის თანამგზავრებთან, ასევე პილოტირებულ თვითმფრინავებთან და დრონებთან. დანარჩენი რვა თანამგზავრი რაკეტების სტარტის შესახებ გამაფრთხილებელ ფუნქციას შეასრულებენ.

უკანასკნელ ხანებში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო სულ უფრო ხშირად მიმართავს მომსახურებისთვის ილონ მასკის კერძო კოსმოსურ კომპანიას. Falcon-ის ოჯახის მრავალჯერადი მოხმარების რაკეტები, მათ შორის ზემძიმე Falcon Heavy, არაერთხელ იქნა გამოყენებული კოსმოსში საიდუმლო სამხედრო აპარატების წასაღებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG