Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 2020 წელს მინიმუმამდე დაეცა ნავთობის მოპოვება


2020 წელს რუსეთში 2019 წელთან შედარებით სარეკორდოდ, 8,6%-ით, ანუ 512 მილიონ ტონამდე შემცირდა ნედლი ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება.


აღნიშნული სტატისტიკა ეფუძნება რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებს.


გასულ წელს მოპოვება შეამცირესა ნავთობის ბაზრის ყველა დიდმა მონაწილემ, ერთ დღე-ღამეში ეს უდრიდა დაახლოებით 10,27 მილიონ ბარელს.

რუსეთისათვის ადრეული ნავთობისა და კონდენსატის მოპოვების მხრივ სარეკორდო იყო 2019 წელი, როდესაც ქვეყნის ნავთობკომპანიებმა 568 მილიონი ტონა ნავთობი ამოქაჩეს საბადოებიდან.

ასეთი მაჩვენებლის მიღწევა რუსეთმა შეძლო მიუხედავად ოპეკის ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმებისა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე.


მაგრამ 2020 წლის დასაწყისში კორონავირუსის პანდემიის მოლოდინში ნავთობზე მოთხოვნამ დაცემა დაიწყო, ხოლო შარშანდელ მარტში რუსეთმა გაწყვიტა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმება ნავთობის მოპოვების შესახებ, რასაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა მოჰყვა.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა, დეკემბერში განაცხადა, რომ რუსეთისათვის ოპტიმალურ ფასს წარმოადგენს 45-55$ ერთ ბარელ ნავთობაზე.

დღეისათვის ფასის კოტირება სწორედ ამ ჩარჩოში მერყეობს. მაგრამ ოპეკის პროგნოზით, რუსეთში 2021 წელსაც შემცირდება ნავთობის სადღეღამისო მოპოვების საშუალო მაჩვენებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG