Accessibility links

site logo site logo

ცესკომ "პატრიოტთა ალიანსს" "სათადარიგო" სია გაუუქმა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, "პატრიოტთა ალიანსს" ე.წ. სათადარიგო სია უუქმდება. როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი შარაბიძის მიერ 31 ოქტომბერს გამოცემული განკარგულებით ირკვევა, პარტიული სიის თითოეულმა ნომერმა მათ 29 დეკემბერს მიმართეს.

"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პარტიული სიით რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების მიერ 2020 წლის 29 დეკემბერს წარმოდგენილი პირადი განცხადებების (ცესკოში რეგისტრაციის N7640) საფუძველზე, ვადგენ: გაუუქმდეთ საარჩევნო რეგისტრაცია და მოხსნილ იქნან საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან - მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარმოდგენილი პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები", - ვკითხულობთ განკარგულებაში.

საარჩევნო სიებში რჩებიან დეპუტატებად არჩეული წევრები, რომელთა უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტმა 11 დეკემბერს ცნო. სიის დანარჩენი წევრებისთვის რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს, რომ თუ დეპუტატებად არჩეული პირები გააუქმდებათ, მათ ადგილმონაცვლედ პარლამენტში ვეღარავინ შევა.

თუმცა "პატრიოტთა ალიანსმა" სიიდან არ მოხსნა შემდეგი კანდიდატები:

  • სიის #5 - ზაზა (გელა) მიქაძე;
  • სიის #7 - ფრიდონ ინჯია;
  • ​სიის #8 - დავით ზილფიმიანი.

ამ დროის მონაცემებით, "სათადარიგო სიებზე" უარი თქვეს ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია", "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა". ყველა მათგანის მოთხოვნა ცესკომ დააკმაყოფილა. შესაბამისი მოთხოვნით ოპოზიციიდან ცესკოსთვის არ მიუმართავთ "გირჩსა" და ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG