Accessibility links

site logo site logo

ქუთაისში ბაზრობის დაკეტვით უმუშევრად დარჩენილებმა გარევაჭრობა დაიწყეს


ქვეყნის დიდ ქალაქებში ბაზრობების დაკეტვის შემდეგ ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ე.წ. კეჩის ბაზრობაზე მომუშავე ადამიანებმა გარევაჭრობა დაიწყეს. მათ ქუჩაში გასაყიდად დღეს დილიდან გაშალეს სხვადასხვა სახის ტანსაცმელი.

მათი თქმით, ვაჭრობა მათთვის არავის აუკრძალავს, თუმცა არც ნება მიუციათ. ერთ-ერთი მოვაჭრე ამბობს, რომ ბაზრობაზე დასაქმებულთა უმრავლესობას ბანკის ვალები აქვს და თუ არ გაყიდიან, ბანკის ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ. სწორედ ამიტომ იძულებულები არიან, გარეთ ივაჭრონ.

კითხვაზე, რა მოხდება მათი დაჯარიმების შემთხვევაში, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებენ და იძულებული გახდებიან აღარ ივაჭრონ.

28 ნოემბრიდან 16 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში) ბაზრობები დაკეტილია. დაანონსების მიუხედავად, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო ობიექტებზე შეზღუდვის მოხსნა ბაზრობებს არ შეეხოთ. იქ დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი ამ შეზღუდვების გამო ერთადერთი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG