Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხატვარი ლია ბაგრატიონი გვიამბობს, რომელმა არტისტმა იწინასწარმეტყველა კორონავირუსი


კერამიკოსი ლია ბაგრატიონი ის არტისტია, რომელიც, ბევრი სხვა მხატვრისგან განსხვავებით, შინ ან, თუნდაც, სახელოსნოში ვერ იმუშავებს. ლია, კარგა ხანია, უპირატესობას ანიჭებს შემოქმედების თანამედროვე ფორმებს - ინსტალაციას, ვიდეოს... გარდა ამისა, თიხაზე მუშაობა წარმოებას, ქარხანაში ყოფნას გულისხმობს. ეს სივრცე კი ლიასთვის მას შემდეგ დაიკეტა, რაც კორონავირუსი დაუდგინდა. “ყველა წესს ვიცავდი, მაგრამ კოვიდს ვერ გადავურჩიო”, ამბობს ლია ბაგრატიონი.

ლია გვიამბობს ვენეციის 2019 წლის ბიენალეზე გათამაშებულ ერთ პერფორმანსზე, რომელიც, მისი აზრით, პანდემიის წინასწარმეტყველებაა. იმასაც ამბობს, რომ თიხა, რომელშიც მუშაობს, “მეხსიერებას ინახავს”, ამიტომ არაა გამორიცხული გასულ წელს შექმნილმა მისმა ნამუშევრებმაც შეგვინახოს “კოვიდის წელი”, რომელიც ლია ბაგრატიონმა თვითიზოლაციაში ყოფნისას გააცილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG