Accessibility links

logo-print logo-print

ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხანძრის შესახებ იუწყება მაჟორიტარი დეპუტატი


ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე „ფეისბუკზე" წერს ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხანძრის შესახებ.

„სოფელ ონჭევში, წოლის, ჩქუმისა და თაბორის ტყეში, ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ მცენარეულობას უკიდია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივ მეხანძრე-მაშველთა რაზმები, თუმცა ძლიერი ქარი სიტუაციას ართულებს და ახალი კერების გავრცელებას უწყობს ხელს", - წერს პარლამენტის წევრი.

როგორც ენუქიძე აღნიშნავს, პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალი ონში ხუთ, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში თხუთმეტ ჰექტარზე მეტია.

„ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინტენსიურ კომუნიკაციაში ვარ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძარი ძირითადად მანქანებით ძნელად მისადგომ ადგილებშია გავრცელებული, ამიტომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. სიტუაცია სრულად დამოკიდებულია ამინდის სტაბილურობასთან. დამატებით სირთულეს ქმნის სიბნელეც. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდანვე ჩაერთვება სხვა დამატებითი ტექნიკაც", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

დეპუტატი მოსახლეობას, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ძლიერი ხანძარია, აგრეთვე, ოკუპირებული გარის რაიონის სოფლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG