Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ გაამკაცრა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები


კორონავირუსის ეპიდემიის გამო, გერმანიაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. DW-ს ინფორმაციით, იმ რაიონებში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა იქნება, მოქალაქეებს აუკრძალავენ საცხოვრებელი ადგილიდან 15 კილომეტრზე მეტი მანძილით გადაადგილებას.

კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ახალი შეზღუდვის მიზანია 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების 50-მდე შემცირება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პირობებში.

გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ სამი კვირით, 31 იანვრამდე გააგრძელა სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის 10 იანვრამდე მოქმედი შეზღუდვები. არ გაიხსნება საბავშვო ბაღები და სკოლებიც. გერმანიაში მკაცრი შეზღუდვები 2020 წლის 16 დეკემბერს დაწესდა. დეკემბრის ბოლოს დაიწყო ვაქცინაცია, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს რისკ-ჯგუფებს - ხანდაზმულთა სახლებს, სამედიცინო პერსონალს და სოციალურ მუშაკებს.

გერმანიაში, რომლის მოსახლეობა 83 მილიონია, კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 1.8 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 36 500-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG