Accessibility links

site logo site logo

ვიცე-პრეზიდენტი და არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურა


დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი

ამერიკის კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე 6 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და საარჩევნო კოლეგიის ხმები ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს. ეს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ბოლო პროცედურული ნაბიჯია.

თუმცა იმის გამო, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, წელს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღებით ელიან. რესპუბლიკელ სენატორთა და კონგრესმენთა ნაწილი სხდომაზე შედეგების გაპროტესტებას აპირებს. თუმცა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხმათა ეს რაოდენობა სავარაუდოდ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ შედეგების დამტკიცების პროცესი დაიბლოკოს.

პრეზიდენტის გუნდის საჩივრების უმეტესობა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილა. საარჩევნო უწყებებისა და შტატების ადგილობრივი მთავრობები კი აცხადებენ, რომ გაყალბება არ მომხდარა და არჩევნების უსაფრთხოებისთვის ყველა ზომა იყო მიღებული.

კანონმდებლობის თანახმად, კონგრესის გაერთიანებული სხდომა მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს მიჰყავს. იმის გამო, რომ ტრამპის გუნდი შედეგებს არ ეთანხმება, კითხვები გაჩნდა იმის თაობაზეც, იქნება თუ არა მაიკ პენსი კაპიტოლიუმში 6 იანვარს და წაიყვანს თუ არა სხდომას, რომლის დასასრულსაც საკუთარი გუნდის დამარცხების ოფიციალური დადასტურება მოუწევს.

დაბნეულობა აიოვის შტატის სენატორის ჩაკ გრასლის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მედიის ცნობით, თქვა, რომ სხდომას პენსის ნაცვლად, თავად გაუძღვებოდა და ვიცე-პრეზიდენტი კონგრესში არ მივიდოდა. ამასთან, დონალდ ტრამპმა ჯორჯიაში ერთ-ერთი გამოსვლისას თქვა, რომ პენსის „იმედი აქვს“. თუმცა რა იგულისხმა ან რა კონკრეტული მოლოდინი აქვს პრეზიდენტს სხდომაზე ვიცე-პრეზიდენტის ფორმალური როლისგან, არ დაკონკრეტებულა. 5 იანვარს ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ვიცე-პრეზიდენტს გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმების უფლებამოსილება აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG