Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია


პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია. მეუფე ანტონს, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საპატრიარქოდან მიაწოდეს.

პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა ვარაუდობს, შორენა თეთრუაშვილს არ დაუდასტურდება ვირუსი, რომელსაც პატრიარქთან კონტაქტი 4 იანვარს, მის დაბადების დღეზე ჰქონდა.

"მეუფე ანტონთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც 3 იანვარს დაუდასტურდა კორონავირუსი. შორენა თეთრუაშვილს მასთან ჰქონდა კონტაქტი. ის 4 იანვრიდან არის თვითიზოლაციაში. ამ დროს ის გადამდები ვერ იქნებოდა. როგორც კი დადასტურდა მეუფეს ვირუსი, მოხდა კონტაქტების თვითიზოლაცია. ამაში მოხვდა თვითონაც [შორენა თეთრუაშვილი]. მეუფე ანტონს შეხება არ ჰქონდა პატრიარქთან, როცა ის გადამდებ ფაზაში იყო", - აცხადებს ექიმი.

საპატრიარქოს იოაკიმესა და ანას სახელობის კლინიკის მთავარი ექიმი, ვეფხია ოდიშარია არ აკონკრეტებს გაუკეთეს თუ არა შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსზე ტესტი.

„ტესტის პასუხი არის 24-საათიანი, რა მომენტში მოხდება აღება, სწრაფი ტესტია? PCR- ტესტია?.. და ეს ყველაფერი კერძოდ მის პიროვნებას ეხება და სამედიცინო საქმიანობის შესახებ კანონს ნუ დამარღვევინებთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვეფხია ოდიშარია.

ამასთან, ექიმი ამბობს, რომ პატრიარქის გარშემო ვინც ტრიალებს ყველა გატესტილია და მათი პასუხი უარყოფითა. მისი თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, ალბათ, განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

„ეს ჩემი გასაკეთებელი განცხადება არ არის. თუ მე დამაველებენ მე გავაკეთებ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ყველნაირად ვიცავთ ყველა გაიდლაინს“,- ამბობს ვეფხია ოდიშარია.

მისი სიტყვებთ, ტესტირებას მხოლოდ იოაკიმესა და ანას სახელობის კლინიკაში არ ატარებენ და „სად შეიძლება სხვაგან ჰქონდეს გაკეთებული და არა ჩვენთან, ამაზე მე დღეს კომენტარს არ გავაკეთებ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ველოდებით ტესტის პასუხს“,- ამბობს ექიმი.

ცისანა შარტავამ რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ შორენა თეთრუაშვილის ტესტირების პასუხს ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG