Accessibility links

logo-print logo-print

გახარია: კაპიტოლიუმის ბორცვზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია


გიორგი გახარია

„ტვიტერზე" გამოეხმაურა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ს. „სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. კაპიტოლიუმის ბორცვზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, - წერს გახარია.

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

პოლიციას დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც კონგრესის სხდომა გაგრძელდა.

პოლიციის ინფორმაციით, ვაშინგტონში მასობრივი არეულობებისას 4 ადამიანი დაიღუპა. 50-ზე მეტი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG