Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპასა და აშშ-ში კვლავ იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები


აშშ-ში 7 იანვრისათვის გამოვლინდა კორონავირუსის 250 000 ახალი შემთხვევა, დაახლოებით 4000 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია COVID-19-ის პანდემიის ერთი წლის განმავლობაში.

ამავე პერიოდში ევროკავშირსა და რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცრებულთა რაოდენობამ 25 მილიონს მიაღწია.

რუსეთში, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ინფიცირებულთა რაოდენობით, ქვეყნის 3,3 მილიონ მცხოვრებს დაუდგინდა კორონავირუსი.

მილიონს გადასცდა დაინფიცირებულთა რიცხვი ევროპის 8 ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, რომელმაც 8-დან - 24 იანვრამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოიღო მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები: დაიხურა რესტორნები და კაფეები, აიკრძალა დახურულ სივრცეში სპორტული და გასართობი ღონისძიებების ჩატარება.

ეს და სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იანვრის ბოლომდე გაგრძელდა გერმანიაში, უნგრეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიშით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადდა 88 მილიონი ადამიანი, 1.9 მილიონი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG