Accessibility links

site logo site logo

300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო 120 000-ზე მეტმა ადამიანმა


ივანე მაჭავარიანი

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაასახელა 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობა. „ამ ეტაპისთვის მინდა მოგახსენოთ, რომ ეს 300-ლარიანი კომპენსაცია გაიცა 120 000-ზე მეტ ადამიანზე. ჯამურმა თანხამ შეადგინა 36 122 000 ლარი“, - ამბობს მინისტრი.

როგორც ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, ხელისუფლებამ 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეზღუდა სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების და სხვა ობიექტების საქმიანობა. „ამავდროულად, ავიღეთ ვალდებულება, რომ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 300-ლარიან კომპენსაციას გავცემდით (ერთჯერადად) ამ სფეროებში, რომელიც შევზღუდეთ, დასაქმებული ადამიანებისთვის“, - თქვა მაჭავარიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG