Accessibility links

site logo site logo

ამერიკელთა 57% დონალდ ტრამპის დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა


ამერიკელთა 57% პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა, მას შემდეგ, რაც მან წააქეზა საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს ის გაერთიანებული სხდომის მსვლელობისას.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ხუთშაბათს და პარასკევს ჩაატარეს Reuters-მა და Ipsos-მა.

გამოკითხულ ამერიკელთა თითქმის 70%-მა თქვა, რომ გმობს ტრამპის ქმედებებს ოთხშაბათის ინციდენტის წინ. სანამ ბრბო კონგრესის შენობაში შეიჭრებოდა, ტრამპმა მიტინგზე ათასობით თავის მომხრეს მოუწოდა, კაპიტოლიუმისკენ დაძრულიყვნენ.

არეულობისას, რომელიც კაპიტოლიუმში ხალხის შეჭრას მოჰყვა, დაიღუპა პოლიციელი და კიდევ ოთხი ადამიანი, რაც ფართოდ დაგმეს დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც.

როგორც Reuters-ი იტყობინება კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით, დემოკრატები ორშაბათს ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG