Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კორონავირუსი ახალი შემთხვევების სარეკორდო რაოდენობა აღინუსხა


კორონავირუსის პანდემია სულ უფრო და უფრო ვერ ექვემდებარება კონტროლს აშშ-ში, სადაც ზღვარს გასცდა დაავადებულთა, ჰოსპიტალიზებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, რის ფონზეც სტარტის შემდეგ შეფერხდა აცრების კამპანია.

სარეკორდო რიცხვს მიაღწია ახალმა შემთხვევებმა 8 იანვარს, როცა 310 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხა. დაღუპულთა დღიურმა რაოდენობამ 4 ათასს მიაღწია, რის შედეგადაც სულ, კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 370 ათასამდე ავიდა. 330 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ამ ქვეყანაში, სადაც შეზღუდვები სხვადასხვა კატეგორიისაა რეგიონების მიხედვით, დეკემბრის შუაში დაიწყო აცრის კამპანია, რომელზეც იმედი მყარდებოდა, რომ მომავალ თვეებში პანდემიის დაძლევა მოხდებოდა. მაგრამ აცრების მასშტაბების გაფართოება შენელდა და ჯერ-ჯერობით ექვსი მილიონი ადამიანია აცრილი, როცა უკვე გამზადებული იყო ორი ინექციიდან ერთ-ერთის 22 მილიონი დოზა.

ჩინეთმა მკაცრი შეზღუდვები დააწესა ხბეის პროვინციაში, პეკინის სამხრეთში, სადაც ინფექციის ახალი კერა აღმოაჩინეს. ჩინეთში მოელიან კორონავირუსის გარშემო ვითარების გამწვავებას ზამთრის არდადეგების შემდეგ, ადგილობრივი ტრადიციული კალენდრის მიხედვით ახალი წლის აღნიშვნის პერიოდში, როცა ასეულ მილიონობით ადამიანი იწყებს მოგზაურობას ნათესავების და მეგობრების მონახულების მიზნით. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის უწყების თანახმად, ცხრა მილიონი ადამიანი იქნა დღემდე აცრილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG