Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID 19-ის 1 143 ახალი შემთხვევა აღირიცხა


ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 11 155 ტესტი ჩატარდა და გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევა. გუშინ ეს მაჩვენებელი 2 058-ს შეადგენდა.

ბოლო 24 საათში ინფიცირების ყველაზე მეტი - 488 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. სხვაგან სურათი ასეთია: აჭარა - 88, იმერეთი - 143, ქვემო ქართლი - 73, შიდა ქართლი - 64, გურია - 36, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 617, ხოლო გარდაიცვალა 23 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საერთო ჯამში 2 773 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში სულ გამოვლენილია ინფიცირების 239 229 ფაქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG