Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 23 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2796-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 7898 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 551 შემთხვევა:

  • თბილისი - 196;
  • იმერეთი - 84;
  • აჭარა - 62;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 48;
  • კახეთი - 41;
  • მცხეთა-მთიანეთი - 41;
  • ქვემო ქართლი - 24;
  • სამცხე-ჯავახეთი - 23;
  • შიდა ქართლი - 14;
  • გურია - 13;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 239 780 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 880-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 226 215.

11 იანვრის დილის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 1.1%-ია, ხოლო გამოჯანმრთელების 94%.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა იანვარში:

1 იანვარი - ახალი შემთხვევა 990 (ტესტი 8016). გარდაცვლილი 23;

2 იანვარი - ახალი შემთხვევა 342 (ტესტი 3288). გარდაცვლილი 44;

3 იანვარი - ახალი შემთხვევა 417 (ტესტი 2795). გარდაცვლილი 31;

4 იანვარი - ახალი შემთხვევა 594 (ტესტი 3845). გარდაცვლილი 25;

5 იანვარი - ახალი შემთხვევა 2316 (ტესტი 14511). გარდაცვლილი 18;

6 იანვარი - ახალი შემთხვევა 1800 (ტესტი 14839). გარდაცვლილი 20;

7 იანვარი - ახალი შემთხვევა 1612 (ტესტი 15492). გარდაცვლილი 28;

8 იანვარი - ახალი შემთხვევა 537 (ტესტი 5265). გარდაცვლილი 34;

9 იანვარი - ახალი შემთხვევა 2058 (ტესტი 18149). გარდაცვლილი 22;

10 იანვარი = ახალი შეთხვევა 1143 (ტესტი 11155). გარდაცვლილი 23;

11 იანვარი - ახალი შემთხვევა 551 (ტესტი 7898). გარდაცვლილი 23.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG