Accessibility links

site logo site logo

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინის შეძენა ამ ეტაპზე არ განიხილება


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებისთვის ჩინური წარმოების ვაქცინის შეძენის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის, ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც აქვთ მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია - ასეთი ორგანოები განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჩამონათვალში 35 ქვეყანაა - და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს.

გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე არცერთი ჩინური ვაქცინა არ არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველო განიხილავს „პფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინებს. მათი მწარმოებლები არიან აშშ და ევროპის ქვეყნები.

საქართველოს მიერ ჩინური ვაქცინის შესაძლო გამოყენების შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG