Accessibility links

logo-print logo-print

პორტუგალიის პრეზიდენტს კორონავირუსი აქვს


კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოუზას. მისი ოფისის ინფორმაციით, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

72 წლის დი სოუზა კენჭს მეორე ვადით იყრის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 24 იანვარს გაიმართება.

პორტუგალიაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 489 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 7900-ს აჭარბებს. პორტუგალიაში 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG