Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სფეროს წარმომადგენლები დროშის დღესთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდიან


Flags of Georgia. Flag of Georgia.
Flags of Georgia. Flag of Georgia.

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და რუსთაველის თეატრის წარმომადგენელი რუსუდან თევზაძე საზოგადოებას მოუწოდებენ 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფოს დროშის დღეს, აივნებიდან დროშები გადმოკიდონ.

„განსაკუთრებით მოვუწოდებთ კერძო პირებს, რადგან სამთავრობო დაწესებულებებს ისედაც აქვთ ეს ვალდებულება“, - განაცხადა გოგა ჩანადირმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სახელმწიფო დროშის უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის რუსუდან თევზაძემ განათლების სამინისტროს წინადადებით მიმართა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგოს შესაბამისი სავალდებულო ღონისძიებები, რომელიც ყოველწლიური იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგ სკოლაში მსგავსი ღონისძიებები ისედაც ტარდება, თუმცა უშუალოდ სკოლის ინიციატივით.

მირიან ხოსიტაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემა ავტომატურად გულისხმობს სახელმწიფოსადმი მეტ პასუხისმგებლობას და მეტ პატივისცემას.

„მოვუწოდებთ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად სცენ პატივი სახელმწიფო დროშას, რაც გამოიხატება თუნდაც აივნიდან დროშის გადმოკიდებით, არა მხოლოდ 14 იანვარს, არამედ თუნდაც მთელი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა მან.

სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG