Accessibility links

site logo site logo

FBI: აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით იგეგმება „შეიარაღებული საპროტესტო გამოსვლები“


ტრამპის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლები კაპიტოლიუმთან. 2020 წ. 6 იანვარი.

FBI გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქვეყნის მასშტაბით „შეიარაღებული საპროტესტო გამოსვლები“ იგეგმება 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე პერიოდში. ფედერალურმა სამართალდამცავმა უწყებამ გამოუშვა ბიულეტენი, რომელიც მედიამ 11 იანვარს მოიპოვა. მასში ნათქვამია, რომ „შეიარაღებული საპროტესტო გამოსვლები“ დაგეგმილია ამერიკის 50-ვე შტატის დედაქალაქებსა და კაპიტოლიუმის შენობასთან.

უმეტეს შტატში - გამონაკლისს დედაქალაქი ვაშინგტონი წარმოადგენს - იარაღის ტარება დაშვებულია.

ბიულეტენის თანახმად, საპროტესტო გამოსვლები შეიძლება მოხდეს 16 და 20 იანვარს შორის.

ამასობაში ვაშინგტონში და შტატების საკანონმდებლო ორგანოებთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში კაპიტოლიუმში ძალადობრივად შეიჭრა ბრბო. ხუთი ადამიანი დაიღუპა კაპიტოლიუმში შეჭრის შედეგად, მათ შორის ერთი პოლიციელი, მას მერე, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მომხრეები წააქეზა გაყალბებული არჩევნების თაობაზე დაუსაბუთებელი მტკიცებულებებით, როცა კანონმდებლები არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG