აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოს ზოოპარკის ბინადარ რამდენიმე გორილას კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ამ პრიმატებს შორის კორონავირუსის სავარაუდოდ პირველი შემთხვევაა ტყვეობის პირობებში.
როგორც პარკის აღმასრულებელმა დირექტორმა ლისა პიტერსონმა უთხრა Associated Press-ს, სავარაუდოდ, რვა გორილას აქვს ვირუსი და რამდენიმე მათგანი ახველებს. მეცნიერთა თქმით, ერთ-ერთი გორილის ანალიზის შედეგები ცალსახად პოზიტიურია, მაგრამ დანარჩენ შვიდსაც დიდი ალბათობით სჭირს COVID-19. თუმცა ზოოპარკის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პრიმატები მალე გამოჯანმრთელდებიან.
როგორც ჩანს, ცხოველებს ინფექცია გადაედოთ პარკის თანამშრომლისგან, რომლის ტესტი ასევე პოზიტიური აღმოჩნდა, მაგრამ მას დაავადების სიმპტომები არა აქვს.
ვეტერინარები გულდასმით აკვირდებიან სან-დიეგოს ზოოპარკის ბინადარ გორილებს.
დაწერეთ კომენტარი