Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკუტიელი შამანი კვლავ აპირებს ლაშქრობას მოსკოვისკენ, ამჟამად თეთრი ცხენით


ალექსანდრ გაბიშევი
ალექსანდრ გაბიშევი

ცნობილი იაკუტიელი შამანი, ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც გასულ წელს ფეხით დაადგა გზას კრემლისკენ, როგორც თავად ამბობდა, „პუტინის განსადევნად“, - კვლავ აპირებს ლაშქრობას მოსკოვისკენ. ამის შესახებ გაბიშევმა უამბო იუთუბის რუსულენოვან არხ „რეგიონის ახალ ამბებს“.

შამანს განზრახული აქვს, თავდაპირველად მოიაროს „წინაპრების მიწა“ იაკუტიის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ ჩავიდეს ირკუტსკში, სადაც მას რაზმის ძირითადი ნაწილი შეუერთდება.

„მე აუცილებლად უნდა მოვინახულო ალტაი თქვენთან ერთად. შემდეგ გავივლით მთელ ციმბირს, ჩავალთ ურალის ტერიტორიებამდე, იქიდან კი მოსკოვი ხელის გაწვდენაზეა“, - განაცხადა გაბიშევმა.

ამჯერად გაბიშევი თეთრი ცხენით ივლის, ხოლო მისი მომხრეები გზას გაუყვებიან ავტომობილებით.

2019 წლის მარტში, იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი მოსკოვისკენ ფეხით გაემართა „პუტინის განდევნის რიტუალის“ ჩასატარებლად. სექტემბერში გაბიშევი ირკუტსკის ოლქში დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ექსტრემიზმისკენ მოწოდების მუხლით და გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს.

გამოძიების დაკვეთით ჩატარებულმა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ შამანი შეურაცხადად ცნო. ალექსანდრ გაბიშევი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მაისის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა.

იაკუტიელი შამანი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“. მისი შეფასებით, გაბიშევს პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო დევნიან. საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალმა“ იაკუტიელი შამანი სინდისის პატიმრად ცნო.

XS
SM
MD
LG