Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში „ნორმანდიის ოთხეულის“ ლიდერების წარმომადგენლები დონბასის კონფლიქტის გარშემო იმსჯელებენ


ანდრეი ერმაკი
ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ბერლინში ჩავიდა, სადაც, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, გაიმართება „ნორმანდიის ფორმატში შემავალი ქვეყნების ლიდერების სპეციალური წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა“.
რუსეთიდან შეხვედრაში მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დმიტრი კოზაკი.
რუსული წყაროების ცნობით, ბერლინის შეხვედრაში განიხილება 2019 წლის პარიზის სამიტის შედეგების შესრულება „დონბასის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ნაწილში“.
უკანასკნელად „ნორმანდიის ოთხეულის“ - გერმანიის, რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის - ლიდერები ერთმანეთს 2019 წლის 9 დეკემბერს შეხვდნენ პარიზში.

მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ჯარებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში 2014 წლის აპრილიდან დაწყებულ დაპირისპირებას ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

მიუხედავად შარშანწინ დეკემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, დონბასში ფრონტის ხაზზე კვლავ ისმის სროლები და იღუპებიან როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG